ჩვენ შესახებ

Cisco-ს ტექნოლოგიები ამჟამად ყველაზე პოპულარულია ქსელურ ინჟინერიაში მსოფლიოს მაშტაბით. ცხადია მათ შესწავლას ყველგან დიდი ყურადღება ეთმობა. ჩვენ ქვეყანაში, დედაქალაქში რამდენიმე წელია წარმატებით ხორციელდება Cisco-ს სასწავლო პროგრამები. სამწუხაროდ რეგიონებში Cisco-ს სწავლების პროგრამები არ ხორციელდება. არა და, ქსელური ინფრასტრუქტურის განვითარების მზარდი ტემპები მოითხოვს გადამზადების კვალიფიციური ცენტრების არსებობას რეგიონებში. ამიტომ მიზანშეწონილად ჩავთვალეთ ქალაქ ქუთაიშიც დაგვეფუძნებინა Cisco-ს სერთიფიცირების გამოცდისათვის მოსამზადებელი ცენტრი.

მიზანი

ჩევენი მიზანია დასაქმების ბაზარს პროფესიონალი კადრები მივაწოდოთ. ჩვენი ღრმა რწმენით კი ეს შესაძლებელია პრაქტიკისა და თეორიის რაციონალური სინთეზით. ამიტომ ვცდილობთ ნებისმიერი თეორიული ცოდნა პრაქტიკულ ჩვევებად ვაქციოთ სათანადო აპარატურასთან მსმენელების ინტესიური შეხებით.